მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 7 მაისი

TKT აფიშა
07.05.24 08:17
38

Terrace Orbeliani x Joezi (Birthday Party)

პარასკევი, 10 მაისი 20:00

აღწერა

გეპატიჟებით ტერასა ორბელიანის დაბადების დღეზე!

💥10 მაისს, მსოფლიო არტისტი JOEZI (საფრანგეთიდან) დაუკრავს სპეციალურად ტერასას სტუმრებისთვის!

Sundraw&Vako

პარასკევი, 10 მაისი 20:00

აღწერა

10 მაისს, პარასკევს “Pomegranate•ბროწეულები” და “Defolt Events” ყველასგან განსხვავებულ და დაუვიწყარ საღამოს გთავაზობთ. ქართველ ახალგაზრდა არტისტების დებიუტს Sundraw&Vako, ასევე საღამოს წარუძღვებიან გამოცდილი არტისტები DJ ORJ და DJ Blitzkierg

საქართველო ბოლი

შაბათი, 11 მაისი 19:00

აღწერა

პირველად ისტორიაში MAJOR BALL ჩატარდება საქართველოში!

ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ბოლრუმის კულტურისთვის ჩვენს ქვეყანაში

გახდი ამ უნიკალური ღონისძიების მონაწილე 11 მაისს 19:00-ზე

ფონიკი

პარასკევი, 10 მაისი 23:00

აღწერა

დაუვიწყარი ივენთების სერია იწყება….

13TSAMETI გპირდებათ გაასმაგებულ ემოციებს და მოგონებებს , რომელიც დიდხანს გაგყვებათ , 10 მაისს MOLECULE-სთან ერთად

ივენთების სერიის პირველ ეპიზოდში მსმენელის წინაშე წარსდგება PHONIQUE.

კაცები Live

11 მაისი

აღწერა

კაცები ლაივი: არის იუმორისტული ცოცხალი შოუ, განკუთვნილი სცენისთვის. შოუ არ იქნება გადაღებული და ნაჩვენები ტელევიზიით, ასევე არ განთავსდება სოციალურ ქსელებში. შოუს დიდი ნაწილი წარმოადგენს იმპროვიზაციულ ნომრებს და მაყურებელთან ინტერაქციას. გვექნება თამაშები მაყურებლებთან, კითხვა-პასუხი, სთენდაფები, კასტინგი, სხვა საინტერესო და მხიარული ნომრები.

FREE JAZZ and ART PERFORMANCE

სამშაბათი, 07 მაისი 21:00

აღწერა

თავისუფალი ჯაზის და არტ პერფორმანსების სერიები გრძელდება! 💥

იმპროვიზაციული მუსიკის და მხატვრობის სინთეზი ახალი ფორმატით წარიმართება.

არტურ ჩაფარიანის სტენდი

სამშაბათი, 07 მაისი 22:00

აღწერა

არტურ ჩაფარიანი არის სომხური წარმოშობის ახალგაზრდა ნიჭიერი სტენდ- კომიკოსი, TNT არხზე Stand-Up Club-ის რეზიდენტი, TNT4-ზე გადაცემის «22 comedians» კრეატიული პროდიუსერი, რამდენიმე ავტორის YouTube პროექტის შემქმნელი.

OneRepublic

პარასკევი, 10 მაისი 21:00

აღწერა

10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავი OneRepublic გახსნის.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize-ით მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5-ის დისკოგრაფიაში მოხვდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება.

“TooTsie“

01 მაისი - 30 მაისი

აღწერა

პრემიერა

“TooTsie“

ადაპტირებული ტექსტის ავტორი | ლევან წულაძე

ალფრედი და ვიოლეტა

30 აპრილი - 25 მაისი

აღწერა

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა.