2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 467 მილიონ ამერიკულ დოლარამდე 3 858%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უშუალოდ ივნისის მონაცემებს, ქვეყანამ გასულ თვეს 114.6 მლნ აშშ დოლარის სასაქონლო ჯგუფში შემავალი პროდუქცია გაიყიდა. ამ შემთხვევაში, ზრდა 1 940%-ია.
ნავთობის და ნავთობპროდუქტები ყველაზე დიდი ოდენობით 6 თვის ჭრილში ტოგოში გაიყიდა, რომელსაც ჩინეთი და თურქეთი მოსდევს. ჯამური ექსპორტის სტატისტიკაში ძირითადი ბაზრები ასეთია:
- ტოგო - 96.8 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 79.9 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 68.9 მლნ აშშ დოლარი;
- სენეგალი - 62.7 მლნ აშშ დოლარი;
- ლიბია - 35.3 მლნ აშშ დოლარი;
- ალჟირი - 25.1 მლნ აშშ დოლარი;
- ომანი - 24.8 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა - 21.3 მლნ აშშ დოლარი;
- მაროკო - 16.7 მლნ აშშ დოლარი;
- სინგაპური - 11.8 მლნ აშშ დოლარი.
მონაცემები განსხვავებულია ივნისში და საექსპორტო ბაზრები ასეთია:
- სენეგალი - 62.7 მლნ აშშ დოლარი;
- ომანი - 24.8 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 18 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 4.8 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა - 1.6 მლნ აშშ დოლარი.
მცირე მოცულობები კიდევ 8 ქვეყანაში გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა. ასეთი მატება დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან და ექსპორტის დაწყებასთან. ნავთობპროდუქტების კლასიფიკაციაში ბენზინის, დიზელის და ნავთის გარდა, სხვა ტიპის პროდუქციაც შედის. კერძოდ, ეს დასახელება აერთიანებს ასევე საპოხ მასალებს, (ზეთები, პლასტიკური საპოხები), ნავთობქიმიურ ნედლეულს, ბიტუმს და სხვა სპეციალურ პროდუქტებს (პარაფინები).


























