International Workplace Group-მა 2025 წლის დისტანციურად მუშაობის ბარომეტრი განაახლა და იაპონიის დედაქალაქი ტოკიო სახლიდან მუშაობის კუთხით მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დაასახელა.
ყოველწლიური სტატისტიკა 12 ძირითადი კრიტერიუმის შეფასებით დგება. მათ შორისაა ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოება, გადაადგილების საშუალებების ხელმისაწვდომობა და დისტანციურად მუშაობისადმი სახელმწიფოს მიდგომა.
სიის სათავეში იაპონიის დედაქალაქის მოქცევას ხელი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულმა დადგენილებამაც შეუწყო. ცვლილებების თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ტოკიოში ცხოვრების პარალელურად საზღვარგარეთულ კომპანიებში იმუშავებენ, იაპონიაში დარჩენის უფლება მთელი წლის განმავლობაში ექნებათ.
საუკეთესო ათეულში ევროპის არაერთი ქვეყანაც მოხვდა. მათ შორის, ყველაზე წამყვან პოზიციაზე უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტია, რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა.
სრული სია კი ასეთია:
1 - ტოკიო, იაპონია
2 - რიო დე-ჟანეირო, ბრაზილია
3 - ბუდაპეშტი, უნგრეთი
4 - სეული, სამხრეთ კორეა
5 - ბარსელონა, ესპანეთი
6 - პეკინი, ჩინეთი
7 - ლისაბონი, პორტუგალია
8 - რომი, იტალია
9 - პარიზი, საფრანგეთი
10 - ვალეტა, მალტა




























