მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოელები საქართველოში ლობიოს კულტურით არიან დაინტერესებული" - იაპონიის ელჩი

5ee5b261711b0
ნინი ლონგურაშვილი
14.06.20 11:00
2382
“საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების ექსპორტი უნდა მოახდინოს. თუ თქვენ მიწოდების გონივრული ჯაჭვის ნაწილი გახდებით, გეყოლებათ პარტნიორები აღნიშნულ ჯაჭვში”- ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში უეჰარა ტადაჰარუმ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ისაუბრა.


“ საქართველო ძალიან მიყვარს. ისევე როგორც იაპონიას, თქვენს ქვეყანასაც ძალიან ბევრი გამოწვევები აქვს, რომელიც მოსაგვარებელია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არა მხოლოდ ფერმერების ნაწილშია, არამედ როგორ შეიქმნას ბიზნეს ინდუსტრია კონკურენტუნარიანი. თქვენ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების ექსპორტი უნდა მოახდინოთ. თუ თქვენ მიწოდების გონივრული ჯაჭვის ნაწილი გახდებით, გეყოლებათ პარტნიორები აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში. კონკურენტუნარიანი უნდა იყოთ და ასევე ხარისხზე, მიწოდების თარიღებსა და რაოდენობაზე მკაცრად პასუხისმგებელი. ასეთი აგრესიული მიდგომა უნდა იყოს მხარდაჭერილი, თუ საქართველოს სურს განვითარდეს-“ აღნიშნა უეჰარა ტადაჰარუმ.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ამბობს, რომ საქართველომ უნდა განავითაროს ტკბილი ლობიოს კულტურა, რაზეც მაგალითად, იაპონიაში დიდი მოთხოვნაა.

"აგროტურიზმში ვხედავ პოტენციალს. მე მქონდა საშუალება მესაუბრა ტოკიოში კოლეგებთან.  ჩემს კოლეგებს აინტერესებთ საქართველოს ლობიოს კულტურა. ქართული ლობიოსგან გასხვავებით, იაპონურ ლობიოს სადილად და ვახშმად მივირთმევთ. ლობიოს კულტურა და კონკრეტულად ტკბილი ლობიო თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი შეიძლება გახდეს. ტოკიოელები დაინტერესებულნი არიან საქართველოში მონახონ ქართული მაღალი ხარისხის ლობიო, რათა მოხდეს იაპონური ტკბილი ლობიოს ინოვაცია“- ამბობს უეჰარა ტადაჰარუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები