მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თომას ედისონის ცენტრი

ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაცია, კადრების გადამზადების აუცილებლობა, ბაზრის მოწყობის მოდელი და სისტემის შეფასების კრიტერიუმები. „თომას ედისონის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ელექტროენერგეტიკულ სექტორში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ლატვიიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

ლატვიელმა ენერგეტიკოსებმა თბილისსა და ბათუმში დამსწრე საზოგადოებას ის გამოცდილება გაუზიარეს, რაც მათ წლების წინ გაიარეს საბჭოთა სისტემიდან ევროპულზე გადასვლის პერიოდში, რასაც ახლა საქართველოს ენერგეტიკის სისტემა გადის.

ბათუმის კონფერენციაზე ადგილობრივი ბაზრისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი თემატიკა იყო წამოწეული, კერძოდ ბათუმის სწრაფი განვითარების და აღმშენებლობის ფონზე, უსაფრთხოდ და ევროპული სტანდარტების დაცვით როგორ უნდა მოეწყოს ელექტროენერგეტიკული ქსელი.

ლატვიელმა ექსპერტებმა ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ენერგეტიკის სფეროს აჭარის რეგიონის ადგილობრივ წარმომადგენლებს, მათ შორის მშენებლებს და დეველოპერებს.

“ლატვიის გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინდუსტრიის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სექტორის წარმომადგენლებში კვალიფიკაციის ამაღლებაა. „თომას ედისონის ცენტრი“ ამ მხრივ დიდ საქმეს აკეთებს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს ინდუსტრიის ექსპერტებს რათა, მათ სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ შეიტყონ, ქვეყნის რომელმაც ზუსტად იგივე პროცესი და გზა გაიარა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესში.

ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა სფეროს წარმომადგენლებმა თავადვე შეიტყონ თუ რა პროცესია თანამედროვე სტანდარტებზე მიახლოება, მათ შორის, რა სჭირდებათ იმისთვის რომ პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლდეს. ლატვია მოხარულია გაუზიაროს თავის გამოცდილება საქართველოს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქტივობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორს აუცილებლად მოუტანს ბევრ სიკეთეს“, - აღნიშნავს გუნარს ვალდმანისი, ლატვიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

ინდუსტრიაში პროგრესული ცვლილებების განხორციელებისთვის და სფეროს ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარებისთვის თომას ედისონის ცენტრი ცოდნის ამაღლებაზეც განსაკუთრებულად ზრუნავს.

პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართვაც - ედისონის ცენტრის მთავარ მიზნებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ცენტრში განმარტავენ, რომ ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარება წარმოუდგენელია კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე, შესაბამისად, სწორედ გამოცდილების გაზიარებაა თომას ედისონის ცენტრის უმთავრესი საზრუნავი. თომას ედისონის ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელიც მზადყოფნას გამოთქვას სწავლების პროცესში ჩართულობაზე როგორც აკადემიური ასევე სასწავლო მიმართულებითაც.

„ლატვიელი ექსპერტების გამოცდილება, ადგილობრივი ენერგეტიკოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კონფერენციაზე სწორედ ეს განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ედისონის ცენტრი იწყებს კადრების გადამზადებას და სასწავლო პროცესებს. ამ კუთხით, ჩვენ ვეპატიჟებით ყველა იმ ექსპერტს, რომელიც დაინტერესებულია ჩაატაროს ლექციები, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ ენერგეტიკის სექტორში. ედისონის ცენტრი ღიაა და ყველა ადამიანის დაინტერესებას მიესალმება“, - აცხადებს მიხეილ ოდიშარია „თომას ედისონის ცენტრის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი.

თბილისსა და ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე დამსწრე საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე, თომას ედისონის ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებენ. სხვადასხვა აქტივობებით ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან ერთად, ხელს შეუწყობენ საქართველოს ენერგეტიკის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს, ენერგობაზრის ევროპული მოდელის შექმნას, პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებას, ახალი მიდგომებისა და პროექტების პრომოცია - ინპლემენტაციას, ახალი სახეების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები