2025-2026 წლების გლობალური ბიზნესგარემო სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლითა და მდგრადი სამომხმარებლო დანახარჯებით განისაზღვრა. ბრენდების შეფასების უახლესი მონაცემების მიხედვით, ტოპ 10-მა კომპანიამ, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ღირებულება შემატეს საკუთარ ბრენდებს, ჯამში 380 მილიარდი დოლარის კოლოსალური ზრდა აჩვენეს.
Microsoft
ბრენდის ღირებულება 2025: $461 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $565 მლრდ
წლიური ზრდა: +$104 მლრდ
წლის უდავო გამარჯვებული Microsoft-ია. კომპანიის უზარმაზარი, 104-მილიარდიანი ნახტომი დიდწილად მის კორპორაციულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხელოვნური ინტელექტის, Copilot-ის აგრესიულ და სრულმასშტაბიან ინტეგრაციას მიეწერება. ქლაუდ-სერვისების განყოფილების შეუჩერებელ ზრდასთან და სტრატეგიულ AI პარტნიორობებთან ერთად, Microsoft-მა წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც თანამედროვე ციფრული ეკონომიკის ფუნდამენტურმა ინფრასტრუქტურამ.
Nvidia
ბრენდის ღირებულება 2025: $88 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $184 მლრდ
წლიური ზრდა: +$96 მლრდ
Nvidia-მ ერთ წელიწადში ბრენდის ღირებულება 96 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც ისტორიული მიღწევაა. როგორც AI აპარატურის ბუმის მთავარმა შემოქმედმა, კომპანიამ უპრეცედენტო მოთხოვნა მიიღო მოწინავე გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებიც აუცილებელია დიდი ენობრივი მოდელების (LLM) დასატრენინგებლად და სამართავად. მაღალი კლასის AI-ჩიპებზე Nvidia-ს ფაქტობრივმა მონოპოლიამ კომპანია მიმდინარე ტექნოლოგიური ციკლის მნიშვნელოვან საყრდენად აქცია.
TikTok
ბრენდის ღირებულება 2025: $106 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $154 მლრდ
წლიური ზრდა: +$48 მლრდ
დასავლურ ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი წნეხის მიუხედავად, TikTok-ი ზრდას განაგრძობს. 48-მილიარდიანი მატება, რაც კომპანიას რეიტინგში მესამე ადგილზე აქცევს, გასართობი აპლიკაციიდან ელექტრონული კომერციის გიგანტად Tiktok-ის წარმატებული ტრანსფორმაციითაა განპირობებული. მომხმარებლების პლატფორმაზე შოპინგის ინტეგრაციით, კომპანიამ ციფრული რეკლამისა და ტრანზაქციების ახალი, მასშტაბური შემოსავლის წყაროები გააჩინა.
Apple
ბრენდის ღირებულება 2025: $575 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $608 მლრდ
წლიური ზრდა: +$33 მლრდ
რეიტინგში Apple-ს ბრენდის ყველაზე მაღალი ჯამური ღირებულება აქვს, რომელმაც 600 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. 2026 წელს 33 მილიარდის დამატება კი Apple-ის პრემიუმ ეკოსისტემის სიმტკიცეს ადასტურებს. ბრენდის ღირებულების ზრდას ხელს უწყობს ფლაგმანური სმარტფონის, iPhone-ის სტაბილური გაყიდვები და უაღრესად მომგებიანი სერვისების სექტორი, რომელიც iCloud-სა და App Store-ს აერთიანებს.
ბრენდის ღირებულება 2025: $413 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $433 მლრდ
წლიური ზრდა: +$20 მლრდ
Alphabet-ის მთავარმა ბრენდმა, ციფრული სარეკლამო ბაზრის აღდგენის ფონზე, ღირებულება ერთ წელიწადში 20 მილიარდი დოლარით გაზარდა. გარდა ამისა, Google-ს სამუშაო და საძიებო სისტემაშიში საკუთარი გენერაციული AI მოდელების აგრესიულმა დანერგვამ დაარწმუნა როგორც ინვესტორები, ისე მომხმარებლები, რომ ტექნოლოგიური გიგანტი AI რბოლაში უაღრესად კონკურენტუნარიან მოთამაშედ რჩება.
American Express
ბრენდის ღირებულება 2025: $40 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $57 მლრდ
წლიური ზრდა: +$18 მლრდ
ამ სიაში ერთადერთი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტი American Express-ია, რომელმაც 40-დან 57 მილიარდ დოლარამდე შთამბეჭდავი ნახტომი დააფიქსირა. ეს ზრდა განპირობებული იყო პრემიუმ-მომხმარებლების საოცრად მაღალი დანახარჯებით, ბარათის მფლობელთა შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლებით და კორპორაციული თუ ფუფუნების საგნებზე ორიენტირებული მოგზაურობების გლობალური აღდგენით.
State Grid (China)
ბრენდის ღირებულება 2025: $86 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $102 მლრდ
წლიური ზრდა: +$17 მლრდ
როგორც მსოფლიოში უმსხვილესი ენერგეტიკული, კომუნალური კომპანიის, ჩინური State Grid-ის ბრენდის ღირებულება 17 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ეს დიდწილად ინფრასტრუქტურაში ჩინეთის მასშტაბური შიდა ინვესტიციებით და განახლებად ენერგიაზე სწრაფი გადასვლითაა განპირობებული. ჩინეთის ენერგოსისტემაზე მათი მონოპოლია სტაბილურ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ზრდას უზრუნველყოფს.
ბრენდის ღირებულება 2025: $91 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $107 მლრდ
წლიური ზრდა: +$16 მლრდ
Meta-ს პლატფორმამ თავისი მდგრადობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ბრენდის ღირებულებით 100 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. ერთ წელიწადში 16-მილიარდიანი ზრდა პირდაპირი შედეგია ე.წ. "ეფექტიანობის წლისა" და სარეკლამო ალგორითმებში AI-ის უაღრესად წარმატებული ინტეგრაციისა, რამაც რადიკალურად გააუმჯობესა რეკლამის თარგეთინგი და მარკეტერებისთვის ინვესტიციაზე უკუგება.
ბრენდის ღირებულება 2025: $33 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $48 მლრდ
წლიური ზრდა: +$15 მლრდ
Tencent-ის „სუპერ-აპლიკაცია“ WeChat ჩინეთში მილიარდზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება. მისი ზრდა "მინი-პროგრამების" მზარდი მონეტიზაციითაა გამოწვეული, რითაც ის იმყარებს პოზიციას არა მხოლოდ როგორც შეტყობინებების აპლიკაცია, არამედ როგორც მთავარი მობილური ოპერაციული სისტემა საცალო ვაჭრობის, საბანკო და სამთავრობო სექტორებისთვის.
Amazon
ბრენდის ღირებულება 2025: $356 მლრდ
ბრენდის ღირებულება 2026: $370 მლრდ
წლიური ზრდა: +$13 მლრდ
ათეულს Amazon-ი ხურავს, რომელმაც ბრენდის ღირებულებას 13 მილიარდი დოლარი შემატა. ელექტრონული კომერციის გიგანტის ზრდას საფუძვლად უდევს Amazon Web Services-ის უწყვეტი მოგებიანობა და მისი საცალო-ლოგისტიკური ქსელის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ამასთან, Amazon-ის სწრაფად მზარდი ციფრული სარეკლამო ბიზნესი კვლავაც მაღალ მარჟას ინარჩუნებს.
2025–2026 წლების მონაცემები გლობალურ ბაზარს მკაფიო გზავნილს აძლევს: ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ კონცერფცია აღარ არის, ის კორპორაციული შეფასების ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალაა. ტოპ ათეულიდან შვიდი პოზიცია ტექნოლოგიურ ან სოციალური მედიის გიგანტებს უკავიათ, რაც ამტკიცებს, რომ მონაცემთა ეკოსისტემები, ქლაუდ-ინფრასტრუქტურა და მოწინავე ნახევარგამტარები (ჩიპები) თანამედროვე ეპოქის მთავარი აქტივებია.




























