მსოფლიოში ფეხბურთი არა მხოლოდ თავისი მდიდარი ისტორიითა და საერთაშორისო მიმზიდველობითაა ცნობილი, არამედ იმითაც, რომ სპორტის ამ სახეობაში გლობალურად ყველაზე ნაცნობი ბრენდები იყრიან თავს.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა 2024 წლის საფეხბურთო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საფეხბურთო კლუბები თავიანთი ბრენდინგის ღირებულებით არიან შეფასებული.
Brand Finance ბრენდის ღირებულებას განმარტავს, როგორც ბრენდის მიერ მიღებული ეკონომიკური სარგებლის სავარაუდო კაპიტალურ ღირებულებას, ფულადი ნაკადის სახით.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდინგი ევროპულ კლუბებს აქვთ, რომლებიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის უმაღლეს ლიგებში თამაშობენ.
2024 წელს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის ტიტული "რეალ მადრიდმა" დაიკავა და გასული წლის ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" გადაასწრო.
UEFA-ს თანახმად, სწორედ "რეალ მადრიდმა" გამოიმუშავა ყველაზე მეტი საპრიზო თანხა, მას შემდეგ რაც 2023-24 წლების La Liga-ს ჩემპიონატის გამარჯვებულის სტატუსი 36-ედ მოიპოვეს.
ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის ბრენდები:
ბრენდი | ღირებულება | ქვეყანა | |
1 | Real Madrid FC | $1.8 მლრდ | ესპანეთი |
2 | Manchester City FC | $1.72 მლრდ | ინგლისი |
3 | FC Barcelona | $1.65 მლრდ | ესპანეთი |
4 | Manchester United FC | $1.49 მლრდ | ინგლისი |
5 | Liverpool FC | $1.47 მლრდ |
ინგლისი |
6 | FC Bayern Munich | $1.32 მლრდ | გერმანია |
7 | Paris Saint-Germain | $1.29 მლრდ | საფრანგეთი |
8 | Arsenal FC | $1.06 მლრდ | ინგლისი |
9 | Tottenham Hotspur FC | $0.93 მლრდ | ინგლისი |
10 | Chelsea FC | $0.9 მლრდ | ინგლისი |