მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (23 – 28 აგვისტო, 2021)

612b79afcfbf1
ირაკლი მაკალათია
29.08.21 16:27
1279
გთავაზობთ გასული კვირის (23 – 28 აგვისტო, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები
2. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები
3. საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის ანტირეკორდული დეფიციტი
4. საქსტატის კვლევა სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ
5. მთავრობისა და „Wizz Air''-ის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები
6. "თიბისი კაპიტალ"-მა ეკონომიკის აღდგენის დინამიკა გამოაქვეყნა
7. საწვავის ფასის რეკორდული ზრდა
8. გადასახადის გადამხდელები შემოსავლების სამსახურისგან ახალი შეღავათებით ისარგებლებენ
9. სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო
10. კომერციული ბანკების აქტივებისა და სესხების შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვა


1. ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის 3 სცენარი გამოაქვეყნა: საბაზო პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება, ოპტიმისტური სცენარით 10%-ით, ხოლო პესიმისტური სცენარით 6%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეროვნულმა ბანკმა ასევე უმუშევრობის დონის პროგნოზიც გამოაქვეყნა, სადაც საბაზო სცენარის მიხედვით, უმუშევრობის დონე 2021 წელს 1%-ული პუნქტით გაიზრდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარით უმუშევრობის დონე აღარ გაიზრდება.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ეროვნული ბანკი ოპტიმისტური პროგნოზით, 3%-იან გამყარებას, ხოლო პესიმისტური სცენარით 10%-ით გაუფასურებას პროგნოზირებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kxynNX ; https://bit.ly/3ymkNSz ; https://bit.ly/3mFs3GU ; https://bit.ly/2USYSEQ  ; https://bit.ly/2UTI0hd 


2. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ. მაყურებლების გარეშე შეიძლება გაიმართება სპორტული ღონისძიებები, ასევე კვლავ შეჩერებულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების გამართვა. ასევე საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Y9UEdv;

3. საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის ანტირეკორდული დეფიციტი

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2,151 მლრდ ლარი შეადგინა, რაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია. იანვარ-ივლისში საბიუჯეტო შემოსავლებმა 6,791 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა 7,814 მლრდ ლარი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3DuOFzR

4. საქსტატის კვლევა სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ

საქსტატის ანგარიშის მიხედვით 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 1 054 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 37,3%-ით შემცირდა. ასევე, 2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები, წინა წელთან შედარებით 66,5%-ით ნაკლებ სტუმარს მოემსახურა. პანდემიის პერიოდში კი ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 34,0%-ით შემცირდა და 13 615 ადამიანი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sX1PAP ; https://bit.ly/2Wv6dvb

5. მთავრობისა და „Wizz Air''-ის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები

ქართული მხარის მოწვევით „ვიზეარის“ ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ახალი რეისების დამატება განიხილეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2XT10NZ ; https://bit.ly/3gzYV03 

6. "თიბისი კაპიტალ"-მა ეკონომიკის აღდგენის დინამიკა გამოაქვეყნა

"თიბისი კაპიტალ"-მა ეკონომიკის აღდგენის დინამიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ კვლავ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. ანგარიშში ასევე მოცემულია: არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების, სასტუმროებსა და რესტორნებში უნაღდო დანახარჯების, გართობაზე, ტანსაცმელზე, ავეჯზე, სამშენებლო მასალებსა და სამედიცინო მომსახურებაზე დანახარჯებზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Bc5KwG;

7. საწვავის ფასის რეკორდული ზრდა

ლარის კურსის დოლართან მიმართებით გამყარების მიუხედავად გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები იზრდება და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ივლისში ბენზინზე ფასები 56,9%-ით, ხოლო დიზელის საწვავზე 47,9%-ით გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3joCJaU

8. გადასახადის გადამხდელები შემოსავლების სამსახურისგან ახალი შეღავათებით ისარგებლებენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით გადასახადის გადამხდელები ელექტრონული მომსახურებისთვის შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ. შეღავეთები ეხება: საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემას, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებას, შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნასა და სხვა შეღავათებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3t3n6Jd

9. სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია"-მ კახეთის რეგიონში სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო. 29 აგვისტოს მონაცემებით, კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. 2021 წელს სახელმწიფოს რთველის სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gDNtAx ; https://bit.ly/3kycEpe 

10. კომერციული ბანკების აქტივებისა და სესხების შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.87%-ით, 7.05 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით გაიზარდა და 39.60 მლრდ ლარი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gJJD8Z ; https://bit.ly/3yqeGNg ; https://bit.ly/3Bs6bDj

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები