მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 გაძვირებული და გაიაფებული საქონელი 2024 წლის ოქტომბერში

სუპერმარკეტი

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, - ამის შესახებ საქსტატის ინფლაციის ანგარიშიდან ირკვევა. საქსტატმა გამოაქვეყნა ინფლაციის დეტალური ინდექსიც, რომელიც 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასებს აერთიანებს. სწორედ ამ 305 საქონლისა და მომსახურების ფასებზე დაკვირვებით ადგენს საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის წამყვანი ადგილები სასურსათო პროდუქტებს უკავიათ. მათ შორის ოქტომბერში ყველაზე მეტად 69%-ით გაიზარდა ნივრის ფასი, მეორე ადგილზეა 52%-ის ზრდით კივის, მესამეზე კი 31%-იანი გაძვირებით ლიმონის ფასები.

2024 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:

# საქონელი ფასების წლიური ცვლილება 2024 წლის ოქტომბერში
1 ნიორი 69%
2 კივი 52%
3 ლიმონი 31%
4 ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 30%
5 თვითმფრინავით მგზავრობა 28%
6 ფორთოხალი 28%
7 მანდარინი 26%
8 მღებავის მომსახურება 24%
9 ბრინჯი 24%
10 ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება 23%

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაიაფებულ საქონელს, ყველაზე მეტად მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით გაიაფებულია ფიქსირებული ინტერნეტის საფასური, რაც გამოწვეულია იმით რომ მიმდინარე წელს, მაგთიმ და სილქნეტმა საკუთარი გადაწყვეტილებით, მომხმარებლებისთვის ფასის შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარე გაზარდეს, რაც ინფლაციის სტატისტიკის აღრიცხვაში ფასის შემცირების სახით აღირიცხა.

# საქონელი ფასების წლიური ცვლილება 2024 წლის ოქტომბერში
10 კომპიუტერი -15%
9 ყურძენი -16%
8 ბავშვის კოლგოტი -16%
7 კარტოფილი -17%
6 სიმინდის ფქვილი -18%
5 შპალერი -18%
4 კიტრი -22%
3 ანტიბიოტიკები -26%
2 საზამთრო -31%
1 ინტერნეტის გადასახდელი -40%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები