მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ინვესტორი, რომლებმაც ყველაზე მეტი ფული ჩადეს საქართველოში

622affc100502
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 12:00
6896
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. საქსტატის განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია. უწყება უშუალოდ არ უთითებს რომელ კომპანიაში რა ინვესტიცია ჩაიდო, ასევე არ უთითებს რიგითობას, თუმცა სიაში შესული ათივე კომპანია ინვესტიციების მხრივ ტოპ ათეულშია.

სიაში ახალ ინვესტორებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია ENTAIN-ი, რომელმაც აზარტული თამაშების კომპანია “კრისტალბეთი” შეისყიდა და ამ მიმართულებით 200 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს თბილისი ენერჯი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს რუსთავის ფოლადი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია (დაკავშირებულია ენერგო პროს ჯგუფთან)
• შპს ენთეინ ჯორჯია.

ასევე TOP-10 ინვესტორს შორის მოხვდა აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია, რომელიც "სითი მოლის" მფლობელია.

წლების მიხედვით FDI ასე ნაწილდება:

2018 - $1.31 მილიარდი;
2019 - $1.33 მილიარდი;
2020 - $72 მილიონი;
2021 - $1.15 მილიარდი.

შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაინც შემცირებულია. 

მთლიან უცხოურ ინვესტიციებს შორის ნახევარზე მეტი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენს. უფრო ზუსტად რეინვესტიციები 760 მილიონი დოლარი და FDI-ის 66% იყო. სააქციო კაპიტალის შენატანები 175 მილიონი დოლარი, სავალო ვალდებულებები კი 217 მილიონი დოლარი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები