მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 პროდუქტი, რომლებიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

6401d20656a14
BM.GE
03.03.23 15:04
1065
საქსტატმა თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, რაც იანვარში არსებულ ინფლაციასთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2021 წლის ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 118%-ით ხახვის საფასური გაძვირდა. ყველაზე გაიაფებული პროდუქტი კი კომბოსტოა, რომელიც წინა წელთან შედარებით 55%-ით იაფი ღირს.

ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის და სერვისების ათეული:

1. ხახვი - 118%
2. სანოტარო გადასახდელი - 96%
3. სიმინდის ფქვილი - 80%
4. ასლის გადაღება - 59%
5. სარეცხი საპონი - 58%
6. კარტოფილი - 57%
7. მშრალი ბატარეა - 42%
8. ნამცხვარი - 41%
9. ბინის დაქირავების ღირებულება - 39%
10. მწვანე ლობიო - 38%.

ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტების რეიტინგი:

1. კომბოსტო - -55%
2. ქლიავი - -31%
3. ბადრიჯანი - -29%
4. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - -29%
5. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - -28%
6. ანტიბიოტიკები - -23%
7. კომპიუტერი - -22%
8. ქალის ქვედაკაბა - -21%
9. ფოტოაპარატი - -20%
10. ტელევიზორი - -20%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები