ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც დელტა შტამის გავრცელება ყველაზე მაღალია. ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დელტა შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. კერძოდ, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 38,438 შეადგინა, რაც კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის დაახლოებით 92.3 პროცენტია.
Statista-ს მიხედვით, მეორე ქვეყანა, სადაც დელტა შტამის ყველაზე დიდი გავრცელებაა აშშ-ა. ქვეყანაში ბოლო 4 კვირაში დელტა შტამის 1,472 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მთლიანი კორონავირუსების შემთხვეების 21.7 პროცენტია.
დელტა შტამის გავრცელების მიხედვით პორტუგალია მესამე ადგილს იკავებს, სადაც 616 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების 56%-ს შეადგენს.
TOP-10 ქვეყანა, სადაც დელტა შტამის გავრცელება ყველაზე მაღალია:
1. დიდი ბრიტანეთი - 39,438 შემთხვევა
2. აშშ - 1,472 შემთხვევა
3. პორტუგალია - 616 შემთხვევა
4. გერმანია -506 შემთხვევა
5. ესპანეთი - 290 შემთხვევა
6. სინგაპური - 265 შემთხვევა
7. ინდოეთი; სამხრეთ აფრიკა - 232 შემთხევა
8. რუსეთი - 226 შემთხვევა
9. ინდონეზია - 181 შემთხვევა
10. უგანდა - 34 შემთხვევა




























