მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-10 ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებენ

60254d82a50e7
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.21 00:30
1642
ანალიტიკური პორტალი Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებენ. კომპანიამ კვლევა 74 ქვეყანაში ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა რომ კრიპტოვალუტის მოხმარება ყველაზე მაღალი ნიგერიაშია.

გამოკითხული ნიგარიელების მესამედი აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივ კრიპტოვალუტას ხშირად იყენებენ როგორც გადახდის საშუალებას მაღაზიებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კრიპოტოვალუტის გამოყენების მაჩვენებლებით ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ვიეტნამი და ფილიპინები. აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად აღიარა კრიპტოვალუტა, როგორც ანგარიშსწორების კანონიერი საშუალება.

TOP-10 ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებენ:

1. ნიგერია
2. ვიეტნამი
3. ფილიპინები
4. თურქეთი
5. პერუ
6. შვეიცარია
7. ჩინეთი
8. აშშ
9. გერმანია
10. იაპონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები