მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

დაზღვევა

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით "ჯიპიაი" ლიდერობს, რომელსაც "თიბისი დაზღვევა" და "იმედი L" მოსდევენ.

სადაზღვევო სექტორი გაიზარდა და I კვარტალი ინდუსტრიამ ₾25-მილიონიანი წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურად გაორმაგებული მაჩვენებელია.

ბაზარზე რეგისტრირებულმა 18 სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ₾398 მილიონის პრემია მოიზიდა, რაც ₾73 მილიონით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამურმა მოცულობამ კი 1.494 მლრდ ლარს მიაღწია.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით “ჯიპიაი” ბაზრის ლიდერად რჩება. კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა “თიბისი დაზღვევა”, მესამეზე - "იმედი L".

ტოპ-10 კომპანია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. ჯიპიაი ჰოლდინგი - 80 მლნ ლარი
  2. თიბისი დაზღვევა - 60 მლნ ლარი
  3. იმედი L – 53 მლნ ლარი
  4. ალდაგი - 41 მლნ ლარი
  5. არდი - 28 მლნ ლარი
  6. პსპ - 21 მლნ ლარი
  7. ბენეფიტი - 21 მლნ ლარი
  8. ირაო 19 მლნ ლარი
  9. უნისონი - 16 მლნ ლარი
  10. ნიუ ვიჟენი -12 მლნ ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები