საკურიერო/საფოსტო მომსახურების გლობალური ბაზრის მოცულობა, პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის 385.25 მილიარდი დოლარიდან 2035 წლისთვის 762.55 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც 2025-2035 წლების საპროგნოზო პერიოდში წლიური ზრდის ტემპს (CAGR) 6.4%-ს გაუტოლდება.
საკურიერო მომსახურების გლობალურ ბაზარს რამდენიმე ფაქტორი მართავს, მათ შორისაა ელექტრონული კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა მზარდი მოლოდინები და ტექნოლოგიური პროგრესი.
საკურიერო მომსახურების გლობალური ბაზარი ლოგისტიკური და სატრანსპორტო სერვისების იმ სეგმენტს მოიცავს, რომელიც სპეციალიზებულია ამანათების, დოკუმენტებისა და ტვირთების სწრაფ, საიმედო და უსაფრთხო მიწოდებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.
ეს ბაზარი მოიცავს ექსპრეს, იმავე დღეს მიწოდების, დაგეგმილ და ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებს, რომლებიც საოპერაციო ეფექტურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების ასამაღლებლად იყენებენ მოწინავე GPS სისტემებს, ოპტიმიზებულ მიწოდების ჯაჭვებსა და სორტირების ავტომატიზებულ ობიექტებს.
ელექტრონული კომერციის, სააბონენტო სერვისებისა და ონლაინ საცალო ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა, რამაც საკურიერო კომპანიებს უბიძგა, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მარშრუტების ოპტიმიზაცია, დრონებით მიწოდება და რეალურ დროში მონიტორინგის ინსტრუმენტები დაენერგათ.
წარმოგიდგენთ TOP 10 (საჯაროდ დალისტულ) საკურიერო კომპანიას, 2026 წლის შემოსავლების მიხედვით:
-
DHL Group (Deutsche Post) - $95.46 მლრდ
-
FedEx - $90.09 მლრდ
-
United Parcel Service (UPS) - $88.66 მლრდ
-
Japan Post Holdings - $81.64 მლრდ
-
S.F. Express - $42.98 მლრდ
-
Poste Italiane - $29.49 მლრდ
-
Yamato Holdings - $12.21 მლრდ
-
J&T Global Express - $12.15 მლრდ
-
TFI International - $7.86 მლრდ
-
ZTO Express - $6.89 მლრდ




























