მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტოპ-10 ყველაზე გაძვირებული/გაიაფებული საქონელი - რეიტინგი

პენსია ფული

ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ინფლაციის ასეთი მატება, პირველ რიგში, სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის მარტის შემდგომ არ ყოფილა.

საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ადგენს. დეტალური მაჩვენებლების თანახმად, ივნისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად ლიმონი გაძვირდა, რომლის ფასიც 101%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა კივი ფასის 50%-იანი ზრდით, მესამეზე კი კარტოფილია, სადაც ფასი წლიურად 38%-ით გაიზარდა.

ყველაზე გაძვირებული საქონელი 2025 წლის ივნისის მდგომარეობით:

# დასახელება ფასის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 ლიმონი 101%
2 კივი 50%
3 კარტოფილი 38%
4 კომბოსტო 32%
5 ნაყინი 29%
6 მზესუმზირის ზეთი 28%
7 დასწრება კინოსეანსზე 27%
8 კაკაო 27%
9 საავადმყოფოს მომსახურება 26%
10 ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 25%

რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა ინტერნეტის გადასახდელი, რაც ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს ტარიფის შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარე გაეზარდათ, რაც სტატისტიკურად აღირიცხა, როგორც სერვისის გაიაფება. მეორე ადგილზეა ჭარხალი, მესამეზე კი თვითმფრინავით მგზავრობა.

# დასახელება ფასის პროცენტული ცვლილება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
1 ინტერნეტის გადასახდელი -41%
2 ჭარხალი -16%
3 თვითმფრინავით მგზავრობა -15%
4 დიზელის საწვავი -15%
5 სპორტული ფეხსაცმელი -15%
6 ქალის შარვალი -14%
7 მიქსერი -13%
8 საზამთრო -13%
9 ბენზინი -12%
10 კომპიუტერი -11%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები