მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა - ლიდერი რუსეთია

6437f1f09fae8
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.23 16:48
1622
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 95.8%-ით აღდგა, 2022 წელთან შედარებით კი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობის ზრდამ 83.8% შეადგინა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 845 332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.

განხორციელებული ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ სამეულს მეზობელი ქვეყნები იკავებენ, საიდანაც ლიდერი რუსეთია. ამ მიმართულებიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით აღდგა და უფრო მეტიც 1.1%-ით გაიზარდა, რაც 2 710 ვიზიტით მეტია. რაც შეეხება გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ვიზიტების რაოდენობას, ამ შემთხვევაში 257.6%-ით მეტია და პირველ კვარტალში წელს 184 994-ით მეტი ვიზიტი შესრულდა.

ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, TOP-15 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 256 787;
2. თურქეთი - 216 391;
3. სომხეთი - 182 543;
4. ისრაელი - 44 788;
5. აზერბაიჯანი - 40 353;
6. უკრაინა - 31 689;
7. ირანი - 21 318;
8. ყაზახეთი - 19 918;
9. ბელარუსი - 18 400;
10. ინდოეთი - 14 365;
11. პოლონეთი - 10 122;
12. ფილიპინები - 9 646;
13. უზბეკეთი - 8 079;
14. გერმანია - 7 429;
15. აშშ - 6 803

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები