მსოფლიოს ჩემპიონატი კარიერის მწვერვალია, მაგრამ ყველა ლეგენდა ვერ ახერხებს იქ საკუთარი გენიის სრულად წარმოჩენას. ზოგჯერ ამას ტრავმა განაპირობებს, ზოგჯერ ტაქტიკა, ზოგჯერ კი უბრალოდ ის ზეწოლა, რომელსაც მთელი პლანეტის მზერა ქმნის. დღევანდელ სიუჟეტში გავიხსენებთ საუკეთესო ფეხბურთელებს, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიბრწყინეს. მოთამაშეებს, რომელთა საკლუბო კარიერა ლეგენდად იქცა, თუმცა მუნდიალზე მათგან ნანახმა გულშემატკივრებში უფრო იმედგაცრუება დატოვა, ვიდრე აღფრთოვანება.


































