მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 კომპანია დამმუშავებელ მრეწველობაში, სადაც II კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

საქსტატი

2023 წლის II კვარტალში წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში კი პირველ ადგილი 168.3 მლნ დოლარით გაერთიანებულმა სამეფომ, მეორე 71 მლნ დოლარით თურქეთმა, მესამე კი 62.7 მლნ დოლარით ნიდერლანდებმა დაიკავა.

ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ენერგეტიკის სექტორების შემდეგ ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში დამმუშავებელ მრეწველობაში  35.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში მოქმედ საწარმოო ინდუსტრიაში FDI როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე რუსეთიდანაც შემოვიდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთი იყო:

  • ნიდერლანდები - 20 მლნ დოლარი;
  • ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) 4 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 3.5 მლნ დოლარი;
  • გერმანია - 2.8 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 1.6 მლნ დოლარი.

BMG იმითაც დაინტერესდა, რომელ წარმოებებში ჩაიდო მეორე კვარტალში ყველაზე მეტი FDI და საქსტატიდან ინვესტორი კომპანიების TOP-5-ეულიც გამოითხოვა. კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; შპს ჯეოსთილი; სს ლომისი; შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია; სს მინა.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები