ციფრულმა ტექნოლოგიებმა ფუნდამენტურად შეცვალეს განათლების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის მიღების ფორმატები. ონლაინ სასწავლო პლატფორმები დღეს უკვე აღარ აღიქმება მხოლოდ დამხმარე საშუალებებად; ისინი იქცნენ ძირითად რესურსებად, როგორც კარიერული წინსვლისთვის, ისე პირადი ინტერესების რეალიზებისთვის. ხელმისაწვდომობა, მოქნილი გრაფიკი და შინაარსობრივი მრავალფეროვნება იმ ძირითადი ფაქტორების ჩამონათვალშია, რამაც დისტანციური სწავლება ტრადიციული განათლების კონკურენტუნარიან ალტერნატივად აქცია.
ბაზრის ანალიზი და მომხმარებელთა გამოკითხვები აჩვენებს, თუ რომელი რესურსები სარგებლობენ ყველაზე დიდი ნდობითა და პოპულარობით მსოფლიო მასშტაბით. გთავაზობთ ხუთი წამყვანი ონლაინ პლატფორმის მიმოხილვას, რომლებიც თავიანთი სპეციფიკითა და სწავლების მეთოდოლოგიით გამორჩეულ ადგილს იკავებენ საგანმანათლებლო ინდუსტრიაში. მონაცემები Statista-ს კვლევას ეფუძნება.
1. Duolingo (23%)
სიის სათავეშია ენების შემსწავლელი პლატფორმა Duolingo, რომელსაც Statista-ს მიერ გამოკითხულთა 23% იყენებს. თამაშზე დაფუძნებული მიდგომით ცნობილი Duolingo, უცხო ენის სწავლას ყოველდღიურ ჩვევად აქცევს მოკლე გაკვეთილების, „სთრიქების“ (იგივე, რეგულარობის მაჩვენებლის), ჯილდოებისა და ინტერაქციული სავარჯიშოების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ძირითადად ენებზეა ორიენტირებული, მას უკვე დაემატა მათემატიკისა და მუსიკის შესწავლის კურსებიც. Duolingo-ს მობილურზე ორიენტირებული დიზაინი და უფასო წვდომა მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის დამწყებთათვის, რომლებსაც მოქნილი და მოკლე სასწავლო სესიები სურთ.
2. LinkedIn Learning (16%)
16%-იანი მაჩვენებლით LinkedIn Learning მეორე ადგილზეა, როგორც კარიერაზე ორიენტირებული პლატფორმა. ის მომხმარებელს პროფესიული განვითარების კურსებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, კრეატიული სფეროებისა და ლიდერობის მიმართულებით სთავაზობს. LinkedIn-ის პროფილებთან პირდაპირი ინტეგრაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ, წარმოაჩინონ დასრულებული კურსები და მიღებული სერტიფიკატები, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სამუშაოს მაძიებლებისთვის და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც კვალიფიკაციის ამაღლება ან კარიერის შეცვლა სურთ. მისი კონტენტი, როგორც წესი, სტრუქტურირებული, პრაქტიკული და სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაშია.
3. Coursera (12%)
Coursera-ს Statista-ს რესპონდენტთა 12% იყენებს. პლატფორმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, მომხმარებლისთვის აკადემიური დონის ონლაინ კურსების შესა ჟ კურსებზე, პროფესიულ სერტიფიკატებსა და ხარისხის მიმნიჭებელ პროგრამებზეც კი. მისი მიმზიდველობა მოქნილობისა და სანდოობის კომბინაციაშია, რადგან ბევრი კურსი აღიარებული უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის ლიდერების მიერაა შექმნილი. Coursera-ს ხშირად ირჩევენ ისინი, ვინც სტრუქტურირებულ, სიღრმისეულ განათლებას ოფიციალური სერტიფიცირების შესაძლებლობით ეძებს.
4. Khan Academy (11%)
Khan Academy, რომელსაც გამოკითხულთა 11% იყენებს, არაკომერციული პლატფორმაა, რომელიც ორიენტირებულია უფასო, მაღალი ხარისხის განათლებაზე ნებისმიერი ასაკის მოსწავლისთვის. ის განსაკუთრებით ძლიერია მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ფუნდამენტურ აკადემიურ საგნებში. პლატფორმას ყველაზე აქტიურად
მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლების იყენებენ. Khan Academy უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ გაკვეთილებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროგრესის მონიტორინგს. მისიაზე დაფუძნებული მოდელი და სრულიად უფასო წვდომა მას ხელმისაწვდომი განათლების სფეროში საკვანძო მოთამაშედ აქცევს.
5. Babbel (10%)
საუკეთესო ხუთეულს, 10%-იანი მაჩვენებლით, Babbel ასრულებს. Duolingo-ს გემიფიცირებული სტილისგან განსხვავებით, Babbel აქცენტს სასაუბრო ენის უნარებზე აკეთებს, ლინგვისტიკის ექსპერტების მიერ შემუშავებული გაკვეთილების მეშვეობით. ის დიდ ყურადღებას უთმობს რეალურ დიალოგებსა და ენის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც მიმზიდველია მათთვის, ვისაც ყოველდღიურ სიტუაციებში უცხო ენაზე თავდაჯერებული საუბარი სურს. Babbel გამოწერის ფასიან მოდელზე მუშაობს და ხშირად განიხილება, როგორც ენის შესწავლის უფრო ინტენსიური ალტერნატივა.
რეიტინგი აჩვენებს აშკარა ტენდენციას, რომ ონლაინ განათლების სივრცეში ენების შესწავლა დომინირებს, რადგან საუკეთესო ხუთეულში Duolingo და Babbel ერთდროულად მოხვდნენ. ამავდროულად, კარიერული წინსვლა და აკადემიური სანდოობა კვლავ ძლიერ მოტივატორებად რჩება.
ეს პლატფორმები ერთობლივად ასახავენ იმ მრავალფეროვან მიზეზებს, რის გამოც ადამიანები დღეს ონლაინ სწავლებას მიმართავენ - დაწყებული უნარების გაუმჯობესებითა და პროფესიული ზრდით, დასრულებული აკადემიური მხარდაჭერითა და ენების სრულყოფილი დაუფლების მიზნით.




























