მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-ინვესტორი ქვეყნები, საიდანაც II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო?

FDI

II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 12%-ით, 580.1 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, შემცირებულია ჯამურად ორი კვარტალის მონაცემებიც. 2024 წლის პირველი ორი კვარტალის დაზუსტებული მონაცემებით FDI 904 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით კი ჯამურად 763.7 მლნ აშშ დოლარია, რაც გასულ წელზე 18.3%-ით ნაკლებია.

2025 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს შეადგენს.

2025 წლის II კვარტალი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები:

  1. გაერთიანებული სამეფო – $242.7 მლნ;
  2. თურქეთი – $54 მლნ;
  3. ჩეხეთი – $38.3 მლნ;
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $37.1 მლნ;
  5. მალტა – $33.8 მლნ;
  6. ნიდერლანდები – $23.7 მლნ;
  7. აზერბაიჯანი – $23.6 მლნ;
  8. რუსეთი – $22.1 მლნ;
  9. გერმანია – $15.6 მლნ;
  10. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები – $13.4 მლნ,

დანარჩენი ქვეყნები – $60.8 მლნ

2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 66.4 მლნ. აშშ დოლარით (11.4%), ხოლო მესამეზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 54.4 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).

რაც შეეხება სექტორებს, 2025 წლის II კვარტალი ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით ასეთია:

  1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – $327.2 მლნ;
  2. უძრავი ქონება – $66.4 მლნ;
  3. ენერგეტიკა – $54.4 მლნ;
  4. ტრანსპორტი – $41.8 მლნ;
  5. დამმუშავებელი მრეწველობა – $41.6 მლნ;
  6. სასტუმროები და რესტორნები – $16.6 მლნ;
  7. მშენებლობა – $13.3 მლნ;
  8. ვაჭრობა – $6.5 მლნ;
  9. ადმინისტრაციული საქმიანობები – $5.9 მლნ;
  10. ხელოვნება, გართობა და დასვენება – $4.4 მლნ.

დანარჩენი სექტორები – $2 მლნ.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4%-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები