მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ–მოთხოვნადი მედიკამენტები საქართველოში – აფთიაქები ფასების მატებას არ ელოდებიან

61d936b2a59b7
თათია კაკიაშვილი
08.01.22 12:20
2463
2022 წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ყველაზე ბევრმომხმარებლიანი სამი აფთიაქის მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ ტოპ მოთხოვნადი მედიკამენტების ათეულს:

პსპ

1. აუგმენტინი - 27,35ლ
2. ბეტალოკი - 36,3ლ
3. ვანსეარი - 89,25ლ
4. კოპლავიქსი - 77ლ
5. კრესტორი - 166ლ
6. ნებილეტი - 25,35ლ
7. პუროქსანი - 57,27ლ
8. როცეფინი - 28ლ
9. ტრიპლიქსამი - 69,2ლ
10. ქსარელტო - 203,85ლ

ავერსი

1. კორსიზი - 1,97ლ
2. დეტრალექსი - 64,2ლ
3. ნო-შპა - 19,6ლ
4. კარდიომაგნილი - 14,8ლ
5. ნიმესილი - 22,2ლ
6. ტრიპლიქსამი - 69,2ლ
7. ქსარელტო - 262,65ლ
8. ამრადიპინი - 46,75ლ
9. სიოფორი - 11,55ლ
10. დიაბეტონი - 22,25ლ

ჯპს

1. ნიმესილი - 0,74ლ
2. ნო-შპა - 1,96ლ
3. შპრიცი - 0,2ლ
4. კორსიზი - 1,97ლ
5. ციტრამონი - 0,3ლ
6. კარდიომაგნილი - 1,48ლ
7. ტერაფლუ - 2,62ლ
8. რესპირატორი - 0,2ლ
9. ხელთათმანი - 0,95ლ
10. ლეიკოპლასტირი - 0,45ლ

ჩამოთვლილი წამლების ფასები დეკემბრის შემდეგ უცვლელია და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ფასების ცვლილებებს არც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობას, აღსანიშნავია, რომ არის ისეთი წამლები, რომლებიც სამივე სააფთიაქო ქსელის ტოპ მოთხოვნადი მედიკამენტების სიისთვის საერთოა, თუმცა მათი ღირებულებები განსხვავდება. მაგალითად, „ქსარელტო“ სააფთიაქო ქსელ პსპ-ში - 203,85ლ ღირს, ხოლო ავერსში - 262,65ლ. ერთი და იგივე ფასი ღირს „ტრიპლიქსამი“ პსპ-შიც და ავერსშიც და ეს ღირებულება 69,2 ლარს შეადგენს; ასევე „კორსიზის“ ღირებულება როგორც ავერსში, ისე ჯპს-ში - 1,97 ლარია; 1 კოლოფი „კარდიომაგნილიც“ ორივე სააფთიაქო ქსელში 14,8ლ ღირს.

ამასთან, სამივე სააფთიაქო ქსელის მონაცემებით, ყველაზე დაბალფასიანი სააფთიაქო პროდუქტებია შპრიცი და რესპირატორი (0,2ლ); ხოლო ყველაზე ძვირადღირებული - „ქსარელტო“ (262,65ლ).

ამასთან, როგორც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმა BM.GE-სთან განაცხადეს, დღესასწაულების შემდგომ ადგილობრივად აფთიაქების ნაწილში იმატა ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე მოთხოვნამ, თუმცა მომხმარებლის ამ ქცევას ტოპ მოთხოვნადი მედიკამენტების ძირითად ნუსხაზე გავლენა არ მოუხდენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები