მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს შეხვდა

6486bacbc6215
BM.GE
12.06.23 10:25
399
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს არიკ ადამსს შეხვდა.

როგორც აჭარის მთავრობა იტყობინება, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები.

"ჩვენ განვიხილეთ პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები აშშ-დან. საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად, როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ისე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობის და ბატონი პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, ასევე, ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ არაერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, მთავრობის მეთაური შეხვდა მაიამი ბიჩის და მაიამი დეიდის მერებს, ფლოროდის გუბერნატორს, ასევე გამართა შეხვედრები ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები