მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას - წერს თორნიკე რიჟვაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. მან პოსტში ბიძინა ივანიშვილს და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ჯარისკაცად რჩება.
"დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.
მინდა მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.
განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები "ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!" - წერს რიჟვაძე.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის ივლისიდან დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
12.2017 - 07.2018 - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი
24.07.2017 - 15.12.2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
2013-2017 - შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)
2014-2016 - აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო , მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში
2011-2012 - სს “ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი2010-2011 - გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი
განათლება:
2017 - ფლორენციის რეგულირების სკოლა - ენერგო სექტორის რეგულირება
2012-2013 - სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: "Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”
2012- ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program
2011- 2014 ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით
2007-2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი.
2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია
2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)




























