მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე შენგელია კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს

შენგელია დუბაი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია "ბარსელონას" დატოვებს და კარიერას "დუბაიში" გააგრძელებს. ესპანური მედიის ცნობით 34 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი "დუბაიში" მისთვის კარგად ნაცნობ ხავიერ პასკუალთან მიდის - სპეციალისტთან, რომელთანაც კატალონიურ კლუბში მუშაობდა.

Encestando-ს ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ "ბარსელონისგან" თავისივე კონტრაქტის 900 000 ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა, რათა შეუერთდეს ამბიციურ პროექტს, რომლის მიზანი, მინიმუმ, ევროლიგის ”ოთხთა ფინალში” მოხვედრა იქნება.

შენგელია კვლავაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. "ბარსელონას" საკმაოდ არადამაჯერებელი სეზონისა და კლუბში მიმდინარე ცვლილებების ფონზე კი, ქართველი კალათბურთელის გადაბირებით ამ ზაფხულს ევროლიგის არაერთი კლუბი დაინტერესდა.

“თორნიკე შენგელია "დუბაის" მომდევნო კვირაში შეუერთდება. ამ ვარიანტის გარდა, მას ასევე ჰქონდა წინადადება "ფენერბაჰჩესგან", "პარტიზანისა" და "ოლიმპიაკოსისგან". საბოლოოდ შენგელიამ არჩევანი "დუბაიზე" გააკეთა, რომელმაც გამოსასყიდი თანხა, 900 000 ევრო გადაუხადა.

ქართველი კალათბურთელის მიზანი კარიერის მიწურულს ევროლიგის მოგებისთვის ბრძოლაა. მას “ოთხთა ფინალში” გასვლა სურს, "დუბაის" პროექტს კი წარმატებულად მიიჩნევს. იქ მას მნიშვნელოვანი როლი ექნება, "ბარსელონაში" მის ყოფილ მწვრთნელთან ხავი პასკუალთან”, - წერს ესპანური წყარო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები