მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOSHIBA გაიყიდა, გარიგების მოცულობა $14 მილიარდია

Toshiba

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი Toshiba ოფიციალურად გაიყიდა, მისი მფლობელი კერძო საინვესტიციო ფონდი, Japan Industrial Partners Group-ი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 14 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

ამ 148-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის შეძენით JIP Group-მა თავისი ინდუსტრიული პორტფელი მნიშვნელოვნად გააფართოვა. ექსპერტების შეფასებით, კერძო საკუთრებაში გადასვლით Toshiba-ს გარშემო არსებული ვითარება დასტაბილურდება და იაპონური კომპანია მდგრადად შეძლებს განვითარებას.

Toshiba-ს გაყიდვის მიზეზი მისი მფლობელობის სტრუქტურას უკავშირდებოდა. იაპონიის მთავრობა მოითხოვდა, რომ მისი აქციები უცხოელ ინვესტორებზე არ გასხვისებულიყო, რადგან Toshiba ბირთვული ენერგიის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც იაპონიის მასშტაბით მილიარდობით დოლარის სტრატეგიულ აქტივებს ფლობს.

ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ამ დავამ Toshiba-ს განვითარება შეზღუდა, ტექნოლოგიური სექტორი კი ჩამორჩენას არავის პატიობს. საბოლოო ჯამში, კომპანიის პრივატიზაცია ერთადერთ ლოგიკურ გამოსავლად იქცა.

ეს $14-მილიარდიანი შეთანხმება წელს აზიის რეგიონში რეგისტრირებული უმსხვილესი გარიგებაა და ის Toshiba-სთვის იმედის ნაპერწკალს წარმოადგენს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები