მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიებისთვის იტალიის მთავრობამ €5 მილიონი გამოყო - Reuters

ირალია

ტოსკანაში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიებისთვის იტალიის მთავრობამ €5 მილიონი გამოყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ტოსკანაში, ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

„ვითარება ჯერ კიდევ ძალიან კრიტიკულია. წყლის დონემ დაიწია, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობით ტალახი“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა მრჩეველმა, მონია მონიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, დაახლოებით 190 ადამიანი იძულებული გახდა, რომ სახლები დაეტოვებინა.

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან ერთად, გამოყო 5 მილიონი ევრო იმ ტერიტორიების დასახმარებლად, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ რეგიონში დაახლოებით 48 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები