მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TotalEnergies-მა და ENI-მ კვიპროსთან ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს

6304841050380
გიორგი თოლორდავა
23.08.22 14:30
1304
ფრანგულმა ენერგოკომპანია TotalEnergies-მა და იტალიურმა Eni-მ კვიპროსის მახლობლად, საზღვაო ზოლში ბუნებრივი აირის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს.

წინასწარი შეფასებით, „კრონოს-1“ სექტორში აღმოჩენილი საბადო, სავარაუდოდ, 71 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიცავს, რომელიც კომერციული მიზნებით შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ზემოხსენებული აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და ევროპაში არსებული მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე. ამჟამად ევროპაში გაზის ღირებულება ერთწლიან პერიოდში 600%-ითაა გაზრდილი და რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

მართალია, კვიპროსის ახალი საბადოს ათვისება მყისიერად ვერ იქნება შესაძლებელი, რადგან ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად და გადასამუშავებლად მრავალმილიარდიანი ინფრასტურქტურის მოწყობაა აუცილებელი, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

TotalEnergies და Eni პროექტის 50-50%-იან წილებს ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსი და მისი საზღვაო ტერიტორია თურქეთსა და საბერძნეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ცენტრშია. თურქული მხარის მტკიცებით, ზღვის ის ნაწილი, სადაც საბადოებია კონცენტრირებული, რეალურად თურქეთის იურისდიქციას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები