გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ17-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონკრეტული გზის მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ამ ტიპის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შემდეგ მონაკვეთებზეა შეზღუდული:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე;
სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე;
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე;
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ზემოჩამოთვლილ უბნებზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
განახლდა 23:50 საათზე