საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ66-კმ106 (ხახმატი-შატილი) მონაკვეთზე დროებით აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კმ53-კმ65 (კორშა-ხახმატი) მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის (ორი და მეტი წამყვანი ხიდით) არის დაშვებული, დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ჟინვალი-კორშას (კმ1-კმ52) მონაკვეთზე საავტომობილო გზა თავისუფალია და გადაადგილება ჩვეულებრივ შესაძლებელია.




























