მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota 2019-2020 წლების RAV4 და RAV4 ჰიბრიდებს უკან იწვევს

5eda0b5ae87ba
ნათია თაქთაქიშვილი
05.06.20 14:45
1988
Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-სა და RAV4 ჰიბრიდებს უკან იწვევს. მიზეზი ქვედა ბერკეტია, რომელიც შეიძლება გატყდეს, წინა თვლისგან განცალკევდეს და ავარია გამოიწვიოს. გაწვევა 9502 კროსოვერს შეეხება, რომელიც კომპანიამ 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ააწყო.

Toyota-ს განცხადებით, პრობლემა ფოლადით მომმარაგებლის მხრიდან უხარისხო საქონელის მიწოდების გამო წამოიშვა. ბერკეტების ზედაპირზე ბზარები გაჩნდა. ავტომობილის აგრესიული აჩქარების დროს ბზარები შესაძლოა გაფართოვდეს და თვლისგან განცალკევდეს. კომპანიაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ, მიაყენა თუ არა ვინმეს ამ პრობლემამ ზიანი.

მანქანის მფლობელებს 19 ივლისიდან გააფრთხილებენ. დილერები ნაწილებს ჩაანაცვლებენ.

Toyota-მ დროებით ამ მანქანების გაყიდვებიც შეაჩერა. სანამ პრობლემური ნაწილები არ გამოიცვლება, დილერები ავტომობილებს ვერ გაყიდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები