მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota აშშ-დან 508 354 ავტომობილს უკან გაიწვევს

Toyota
12.08.26 00:20
125

Toyota აშშ-დან 508 354 ავტომობილს უკან გაიწვევს. მიზეზი ხელსაწყოთა პანელის მიერ უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციის ვერასახვაა, რაც ავარიების რისკს ზრდის - წერს Reuters ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ავტომობილების უკან გაწვევა 2025-2026 წლების Camry Hybrid-ის გარკვეულ მოდელებს შეეხებათ.

ავტომობილის დაქოქვისას ხელსაწყოთა პანელის დისპლეის ხარვეზმა, შესაძლოა, საავარიო ციმციმები , მოხვევის მაჩვენებლები (მოხვევის სიგნალები), უსაფრთხოების ღვედის გაფრთხილების სისტემა და ჭკვიანი გასაღების შეხსენების ფუნქცია გამორთოს - აცხადებენ ავტოუსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ სადილირო ცენტრები დისპლეის პროგრამულ უზრუნველყოფას სრულიად უფასოდ განაახლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები