Toyota იაპონიაში არსებულ ქარხნებში ავტომობილების დამატებით წარმოებაზე მუშაობას აჩერებს. მიზეზი შანხაიში კორონავირუსის გამო დაწესებული მორიგი ლოქდაუნია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საწარმოო პროცესი ორშაბათიდან მომდევნო კვირის ბოლომდე შეჩერდება.
„შანხაიში, ჩინეთის ჩაკეტვის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ 14 ხაზის მუშაობა იაპონიის 8 ქარხანაში 16-დან 21 მაისამდე“, - წერია Toyota-ს განცხადებაში.
კომპანიის ადრეულ გეგმებში მაისში გლობალურად, დაახლოებით 750,000 მანქანის წარმოება შედიოდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 50,000-ითაა შემცირებული, მიზეზი - ჩინეთში დაწესებული ლოქდაუნია, რის გამოც ავტომობილებისთვის საჭირო მიკროჩიპების წარმოება შეფერხდა.
Toyota ერთადერთი არაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო: ავტონაწილების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შანხაის ქარხანაში წარმოების პროცესის შეწყვეტა Tesla-მაც გადაწყვიტა. კომპანიები ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შანხაი რიგით მეექვსეა, სადაც გაძლიერებული ლოქდაუნი ამოქმედდა, რამაც მწარმოებლებს თანამშრომლების და მასალების გადაადგილების მკაცრი შეზღუდვების ფონზე მუშაობა უფრო გაურთულა.
რაც შეეხება Tesla-ს, კომპანია მაისში 1200 ავტომობილის წარმოებას გეგმავდა, თუმცა შანხაის ქარხანაში შეფერხებების ფონზე ეს მაჩვენებელი 200-მდე შემცირდა.




























