გასული კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
JLR-ზე კიბერთავდასხმამ ბრიტანეთის წარმოება ჩამოაქცია
Jaguar Land Rover-ზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგად, სექტემბერში დიდი ბრიტანეთის ავტომობილების წარმოება 73 წლის მინიმუმამდე დაეცა. ქვეყნის ეკონომიკურმა ზარალმა, დაახლოებით, 1.9 მილიარდ ფუნტს მიაღწია.
Ford და Stellantis ქარხნებს ალუმინის დეფიციტის გამო აჩერებენ
აშშ-ის წამყვანმა ავტომწარმოებლებმა, Ford-მა და Stellantis-მა, საწარმოო ხაზებზე შეფერხების შესახებ განაცხადეს. მიზეზად ალუმინისა და სხვა კრიტიკული ნაწილების დეფიციტი დასახელდა, რაც მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს უკავშირდება.
Stellantis აშშ-ში $13 მილიარდს დააბანდებს
ავტოგიგანტმა Stellantis-მა გადაწყვიტა აშშ-ი ოპერაციების გაფართოებისთვის $13 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს. ეს სტრატეგიული ნაბიჯი 5000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და ტარიფების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად.
გლობალური ბრენდები ინდოეთში ადგილობრივ პარტნიორებს ეძებენ
ინდოეთის მზარდ ბაზარზე შესვლის მიზნით, გლობალური ავტომწარმოებლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩინური MG Motor-ისა და Renault-ის შემდეგ, სხვა კომპანიებიც განიხილავენ ინდურ კონგლომერატებთან, მათ შორის JSW Group-თან, თანამშრომლობას.
GM-მა მოგების პროგნოზი გაზარდა
General Motors-მა (GM) სრული წლის მოგების პროგნოზი გააუმჯობესა. კომპანია ელის, რომ ტარიფების გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, რადგან მესამე კვარტლის ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ახალი პროგნოზი 13 მილიარდიანი მოგებაა.
Toyota Land Cruiser-ის ახალ კომპაქტურ მოდელს ამზადებს
Toyota თავის ცნობილ Land Cruiser-ის სერიას აფართოებს. კომპანიამ კომპაქტური Land Cruiser FJ-ის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც ოფიციალურად 2026 წელს გამოვა გლობალურ ბაზარზე.
Polestar ჩინურ ბაზარს ტოვებს? ბრენდმა ქვეყანაში ყველა შოურუმი დახურა
შვედურ-ჩინურმა პრემიუმ ელექტრომობილების ბრენდმა Polestar-მა ჩინეთში თავისი ბოლო ფიზიკური მაღაზიაც დახურა. გადაწყვეტილება მოჰყვა გაყიდვების მკვეთრ ვარდნას - ბრენდმა 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში სულ მხოლოდ 69 ავტომობილი გაყიდა. Polestar-ის განცხადებით მომხმარებლებისთვის სერვისები და გარანტიები უცვლელად შენარჩუნდება, თუმცა გაყიდვები მხოლოდ ციფრული არხებით განხორციელდება.
Volvo-ს აქციების ფასი და გაყიდვები გაიზარდა
შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს აქციების ღირებულება, ისევე როგორც მისი გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიამ მესამე კვარტალში $627 მილიონის შემოსავალი მიიღო, რითაც ეკონომისტების მოლოდინებს სრულად გადააჭარბა. ეს წარმატება კომპანიის მიერ ხარჯთეფექტიანობის რეფორმების გატარებას შეგვიძლია მივაწეროთ. რეფორმების, რომლებიც ოპერაციული ხარჯების შემცირებაზე იყო გათვლილი.





























