მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOYOTA-მ ახალი RAV4 წარადგინა – როგორია ის?

rav4

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Toyota-მ საზოგადოებას ახალი თაობის RAV4 წარუდგინა, რომელიც ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი SUV-ია.

მე-6 თაობის RAV4 სრულად ჰიბრიდულ არქიტექტურას ეფუძნება და მისი ძარა XA60-ის სახელითაა ცნობილი. ტრადიციულ LE, XLE, SE, XSE და Limited ვერსიებთან ერთად, ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილის GR Sport ვერსია, რომელიც განსხვავებული ექსტერიერით, სპორტული სტილით, შეცვლილი ინტერიერით და მეტი სიმძლავრით გამოირჩევა.

ახალი RAV4 ხელმისაწვდომი იქნება როგორ წინა წამყვანი, ასევე ოთხივე წამყვანი სისტემით. ძირითად აგრეგატად ყველასათვის კარგად ცნობილი 2.5 ლიტრის მოცულობის 4-ლიტრიანი ძრავაა გამოყენებული, რომელსაც ჰიბრიდულ და Plug-in ვერსიებში განსხვავებული სიმძლავრე აქვს. კერძოდ, RAV4-ის სიმძლავრე 227-დან 321 ცხენის ძალის დიაპაზონში მერყეობს.

მთავარ სიახლეს რაც შეეხება, ეს Toyota-ს ახალი მულტიმედია, სისტემური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც გაცილებით სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანია, ვიდრე წინამორბედის. ავტომობილში სტანდარტულად ხელმისაწვდომი იქნება 10.5 დუიმის ან 12.9 დუიმის სენსორული ეკრანი, რომელიც ფიზიკურ ღილაკებთან ერთად ტანდემში მუშაობს.

ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი RAV4 უფრო თანამედროვედ და ფუტურისტულად გამოიყურება, ვიდრე აქამდე, თანაც ის პროპორციებით საკმაოდ ჰგავს ახალ Prado-ს და Camry-ის, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Toyota-ს ახალი ვიზუალური იდენტობა სწორედ ასე გამოიყურება.

ვიზუალური ტრანსფორმაციის მიუხედავად, ახალი RAV4 ზომაში ფაქტობრივად არ გაზრდილა, თუმცა მისი ინტერიერი უფრო ტევადი და პრაქტიკული ჩანს, რაც ახალი ცენტრალური კონსოლის და დიზაინის დამსახურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები