მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOYOTA MOTOR-მა $42 მილიარდად TOYOTA INDUSTRIES-ის ყიდვა გადაწყვიტა

ტოიოდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Toyota Motor Corporation-მა 42 მილიარდ დოლარად Toyota Industries-ის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დალისტული კომპანიაა.

მართალია, ორივე კომპანიის სახელი კიიჩირო ტოიოდას უკავშირდება, თუმცა ერთი კომპანია ავტომობილებს აწარმოებს და მას კიიჩიროს შთამომავალი, აკიო ტოიოდა ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე კომპანია ინდუსტრიული წარმოების სექტორშია და სპეც. ტექნიკას, დანადგარებსა და სპეციალურ მოწყობილობებს აწარმოებს.

როგორც Toyota Motor-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, Toyota Industries-ის გამოსყიდვით კომპანია წარმოების ოპტიმიზებას და ეფექტიანობის გაზრდას შეძლებს, ხოლო თავად ინდუსტრიული კომპანიის ხელმძღვანელები საბაზრო შეფასებასთან შედარებით თითქმის 50%-იან პრემიუმს მიიღებენ.

ექსპერტების შეფასებით, ამ გარიგებით ტოიოდას ოჯახს და თავად აკიოს იაპონურ კონგლომერატზე გავლენის გაზრდა სურთ, რადგან ამ გარიგებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ტოიოდას ოჯახი მიიღებს, რომელიც Toyota Motor-ის უმსხვილესი აქციონერია. ფინანსურ სარგებელთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ Toyota-ს კონგლომერატი იაპონიაში ყველაზე მნიშვნელოვან ჰოლდინგად ითვლება და მის მფლობელ ოჯახს ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური და სოციალური გავლენა აქვს.

უშუალოდ ავტომწარმოებელ კომპანიას რაც შეეხება, მისი საბაზრო შეფასება $245 მილიარდს შეადგენს და ის პლანეტაზე ყველაზე მეტ ავტომობილს ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები