Toyota-ს სათავო ოფისში ამერიკის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამერიკაში $10 მილიარდის ინვესტირების დაპირება ტრამპისთვის არ მიუცია. როგორც იაპონიის უმსხვილეს კომპანიაში განმარტავენ, ამერიკაში არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, თუმცა დამატებით $10 მილიარდის ინვესტირება ჯერ არც კი განიხილება.
“Toyota ამერიკაში წარმოებისა და სამუშაო ადგილების გაზრდას აპირებს, თუმცა დამატებით $10 მილიარდის ინვესტირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები სინამდვილეს არ შეესაბამება”, - განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა Toyota-სგან $10 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ განცხადება გუშინ, იაპონიაში გამართული შეხვედრისას გააკეთა. მან თქვა, რომ იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებლისგან დამატებით $10-მილიარდის ინვესტირების პირობა მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ბაზარზე შესვლიდან დღემდე Toyota-მ ჯამურად $40 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა. კომპანიაში განმარტავენ, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები საბაზრო მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული.




























