მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ და საქართველოს საუკეთესოს გისურვებთ!" - ჩეხეთის ელჩი სოლიდარობა ქართველ კოლეგას

ელჩები

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ კუბერნატი, ქართველი კოლეგა თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მან ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა.

თეა მაისურაძის მხარდამჭერ "პოსტს" კუბერნატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

"ძვირფასო თეა, ვაფასებ შენს გადაწყვეტილებას, მიიღე ჩემი პატივისცემა! უდიდესი პატივი იყო შენთან თანამშრომლობა, დიდი მადლობა. მზად ვარ, მხარი დაგიჭირო სადაც არ უნდა იყო. თქვენ და საქართველოს მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ!" - წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში.

თეა მაისურაძემ ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაცია 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღო. აღნიშნულ თანამდებობას მაისურაძე 2023 წლიდან იკავებდა, მანამდე კი იგი სრულუფლებიანი ელჩი იყო ლატვიის რესპუბლიკაში.

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები