მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თქვენ გზის დასასრულს მიაღწიეთ" - ფადი ასლის წერილი ბიძინა ივანიშვილს

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა

"თქვენ გზის დასასრულს მიაღწიეთ. ოქტომბერში ქართველი ხალხი თანამდებობიდან გაგაძევებთ" - ასე მიმართავს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილში, რომელიც მან დღეს გამოაქვეყნა.

ვრცელ წერილში, ფადი ასლი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელიწადს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მან თითოეული ქართველი მოატყუა იმ დაპირებებით, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში კორუფციის მაჩვენებელმა შევარდნაძისეულ პერიოდს გადააჭარბა, სხვადასხვა ჯგუფების კეთილგანწყობის უზრუნველსაყოფად კი ბიზნესს სისტემურად აშინებდა. დღეს კი მმართველი პარტიის ლიდერმა თავისი სახე გამოააშკარავა.

"ბატონო ბიძინა, თქვენი მთავარი პრობლემა გამომდინარეობს იმ დამახინჯებული წარმოდგენიდან, რომელიც საკუთარ თავზე გაგაჩნიათ. თქვენ გჯერათ, რომ იმაზე ბევრად უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე რეალურად ხართ და არც ვინმე გყავთ გარშემო ისეთი გამბედავი, ვინც სიმართლეს პირში გეტყვით.

დროდადრო, საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის გათვლაც გიჭირთ, მაგალითად: 29 აპრილს, თქვენი მნიშვნელოვანი გამოსვლიდან სულ რამდენიმე დღეში, თქვენი მონა-მორჩილი პრემიერ-მინისტრი უკვე უკან იხევს რუსეთის კანონმდებლობაზე და დასავლურ საზოგადოებას მის განხილვას საპრეზიდენტო ვეტოს შემდეგ სთავაზობს.

თქვენ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თქვენ, თქვენი პარტიის და თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ აიმხედრეთ. ამ ასაკით უფროსმა ადამიანმა, ერთპიროვნულად გადაწყვიტეთ გაგენადგურებინათ მილიონობით ქართველი ახალგაზრდას ოცნებები და მისწრაფებები, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავენ, რადგან ამპარტავნულად გჯერა, რომ მათზე უკეთ იცით რა არის მათთვის უკეთესი.

ასევე, დაუსრულებლად მიმართავთ ძალადობრივ ზომებს და მრავალრიცხოვანი, განსხვავებული აზრის მქონე ხმის ჩასახშობად ავაზაკებს იყენებთ, რაც საქართველოს დიქტატურისკენ უბიძგებს.

ბატონო ბიძინა, თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს პრინციპებს ყოველთვის ვიცავდი და ჩემს ფინანსურ ინტერესებს საქართველოსთვის ვწირავდი. მე ვარ წარუმატებელი ქვეყნიდან და ღრმად მჯერა, რომ საქართველო მეორე ლიბანი არ უნდა გახდეს. ქართველები იმსახურებენ თავისუფლებას და კეთილდღეობას და არა იმ დაბინძურებულ კეთილდღეობას, რასაც მათ თქვენ სთავაზობთ, მათი პრინციპების, ღირსებისა და სინდისის ფასად.

ბატონო ბიძინა, თქვენ გზის დასასრულს მიაღწიეთ. ოქტომბერში ქართველი ხალხი თანამდებობიდან გაგაძევებთ და რაც მთავარია, თქვენც და თქვენს ქვეშევრდომებსაც, თქვენი ხელისუფლების თორმეტი სისხლიანი წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის პასუხი მოგეკითხებათ.

კი ბატონო, შეგიძლიათ თქვენი ავაზაკები გამოგზავნოთ ჩემს ქუჩაში საცემად ან მოსაკლავადაც კი, თუმცა თქვენი მინიონები არც დიდად მანაღვლებს და არც მათი მეშინია. შეგიძლიათ ისე გააგრძელოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

მე საკმარისი ვიცხოვრე და თუ ჩემი სიკვდილი საქართველოს საუცხოო ახალგაზრდა თაობის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს უზრუნველყოფს, ამ მსხვერპლსაც უყოყმანოდ გავიღებ. ეს პატივს მიაგებს ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და ჩემს შვილიშვილებს.

გამომიგზავნე შენი ავაზაკები, მაგრამ კარგად გახსოვდეს, რაც ერთხელ უკვე მოგწერე: „მახვილით მოსული, ამ მახვილითვე მოკვდება“.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენი მუხანათური ხელისუფლების ნანგრევებიდან კეთილდღეობა და თავისუფლება წარმოიშობა, ისტორია კი თქვენს სახელს ერის ყველა მოღალატესთან ერთად ჩაიწერს", - ნათვაქმია ფადი ასლის წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები