„თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას“ - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას, სადაც აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება.
„ჩემთვის ეს არის მომავალი, რადგან დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. მადლობთ, რომ ზრუნავთ, მადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როცა გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა გრეგოროვამ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში რუსთაველზე მასშტაბური აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც სხვა ევროპარლამენტარებმაც მიმართეს.