მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენი მოვალეობაა დაიცვათ მოქალაქეები და არა დაშალოთ ხალხი - პრეზიდენტი სპეცრაზმელებს მიმართავს

სპეცრაზმი

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ერთად იყო, თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმელებთან მივიდა და მიმართა:

"თქვენი მოვალეობაა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვათ, დაიცვათ მოქალაქეები, თქვენი მოვალეობა არ არის დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს - ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ, არც ქვეყნის, არც შვილების, არც წინაპრებზე".

სპეცრაზმელებმა პრეზიდენტს არ უპასუხეს. მიმართვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები