მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრს შთააგონებს" - ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ტრამპი და ზელენსკი
BM. GE
24.08.25 14:20
570

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. პრეზიდენტ ზელენსკისთვის გაგზავნილ წერილში ტრამპმა უკრაინელი ხალხი გაუტეხელობისა და სიმამაცისთვის შეაქო და აღნიშნა, თუ როგორ სცემს პატივს უკრაინელების ბრძოლას.

“ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს მოგილოცოთ დამოუკიდებლობის 34 წლის თავი და თქვენ და თქვენს შეუპოვარ უკრაინელ ხალხს ყოველივე საუკეთესო გისურვოთ.

უკრაინელ ხალხს უტეხი სული აქვს. თქვენი ქვეყნის სიმამაცე შთააგონებს ბევრს. ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მინდა იცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას და პატივს მიაგებს შეწირულთა ხსოვნას. გვჯერა, რომ თქვენ მომავალშიც დამოუკიდებელი ერი იქნებით.

ახლა კი დროა, ხალხის ეს უაზრო ხოცვა შევაჩეროთ. ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებების გზით ისეთი მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა, რომელიც დაასრულებს სისხლის ღვრას და უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვას.

ღმერთი ფარავდეს უკრაინას!”,- აღნიშნულია მილოცვაში.

ტრამპის მიერ დაწერილი მისალოცი გზავნილი უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა და ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები