დღეიდან "ლიბერთი ბანკი" საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.
კამპანიის - "თქვენს გზავნილზე საჩუქარია" ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში "ლიბერთის" ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გაგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.
მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:
• 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
• 10 ნოუტბუქი
• 100 „ჭკვიანი“ საათი
• ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება ან გაგზავნა "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ სერვისცენტრში ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილბანკის საშუალებით.
ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვისცენტრებსა და მობაილბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეცკურსით.
როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს "ლიბერთი ბანკი" საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge
მათთვის, ვინც ჯერ არ არის "ლიბერთის" მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge.
აქცია დღეს დაიწყო და 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„საერთაშორისო ფულადი გზავნილები "ლიბერთის" ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. "ლიბერთიში" ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით. ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.
ცნობისთვის: "ლიბერთი ბანკი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს; დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
(NS)




























