მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TRACECA კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებისთვის სასწავლო ტურს გეგმავს

627d1d15e74e3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.22 19:10
955
TRACECA, კასპიისა და შავი ზღვის გავლით, ცენტრალური აზია-ევროკავშირის მარშრუტით ვაჭრობის ზრდის შესაძლებლობების შესახებ საგანმანათლებლო ტურს გამართავს. ინფორმაციას კომპანიაში აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი TRACECA-ზე დაყრდნობით წერს.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტი 16-24 მაისს გაიმართება.

საგანმანათლებლო ტურში, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქტაუს, აზერბაიჯანში - ბაქოს, საქართველოში კი თბილისსა და ბათუმს მოიცავს, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს და თურქეთის დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება USAID-ის ცენტრალურ აზიაში ვაჭრობის პროექტის მხარდაჭერით და ყაზახი ტრანსპორტიორების კავშირთან KazLogistics-თან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება“, - აღნიშნეს TRACECA.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ხელისუფლებები განსაკუთრებულ ყურადღებას კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვებს ანიჭებენ, რამეთუ გადამზიდავები ტვირთების ტრანსპორტირებისას მანამდე გამოყენებად სატრანზიტო მარშრუტებზე პრობლემებს აწყდებიან.

„აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის და უზბეკეთის საბაჟო და სახელმწიფო უწყებების 40-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე ცენტრალური აზიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პარტნიორობის წევრები კასპის ზღვაზე ალიატის და კურიკის პორტებს, ასევე შავ ზღვაზე ბათუმის პორტებს საფასო პოლიტიკის შესასწავლად, ანალიტიკური კვლევების ჩასატარებლად და ტვირთების დამუშავებისთვის მოინახულებენ, რათა გამარტივდეს შემდგომი პროცედურები და შემუშავდეს რეკომენდაციები. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, ავტოგადამზიდავების ეროვნული ასოციაციები, ლოგისტიკური კომპანიების და ექსპედიტორები, აზერბაიჯანული, ქართული და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვაო პორტებისა და ხომალდების კომპანიები მიიღებენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საავტომობილო გადაზიდვებში. ბულგარეთიდან და თურქეთიდან ღონისძიებაში მონაწილეებს მათ ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესაძლებლობების შესწავლას შესთავაზებენ“, - განმარტავენ TRACECA-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები