მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TRADEWITHGEORGIA.COM - ექსპორტის ყველა სერვისი ერთ პლატფორმაზე

5fe1e07d1fa24
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 16:07
847
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, www.tradewithgeorgia.com პლატფორმის ახალი ფუნქციონალით, ექსპორტიორები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ სააგენტოს სერვისებით სარგებლობას - აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ქართველ მეწარმეებს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საერთაშორისო პოტენციურ პარტნიორებისთვის საკუთარი პროდუქციის/სერვისის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ, დაემატა კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების ფუნქციონალი საერთაშორისო გამოფენებისთვის, რაც გულისხმობს კომპანიების შერჩევას სრულად ავტომატიზირებულ რეჟიმში. შესაბამისად, ნებისმიერი კონკურსი სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო ღონისძიებებში ქურთული კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებით განხორციელდება განახლებულ პლატფორმაზე.

„საიტის მიზანია ქართული ნაწარმით და სერვისით დაინტერესებული პირებისთვის (უცხოელი იმპორტიორები, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე“, - განმარტავენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები