ბიზნეს-ავიაცია და ჩარტერული ფრენები - ეს არის სფერო, სადაც წამებს ოქროს ფასი აქვს, რისკები უმაღლესია და გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულად სწრაფად უნდა მოხდეს. ამ ინდუსტრიაში წარმატება მოითხოვს როგორც ოპერაციულ სიზუსტეს, ისე სტრატეგიულ და მარკეტინგულ ხედვას. დღეს სწორედ ასეთ პროფესიონალს გაგაცნობთ. მარი სამსონიძის კარიერა კომპანია VIP Aviation-ში 2015 წელს დაიწყო Traffic Manager-ის პოზიციაზე. შემდეგ იყო მარკეტინგის მენეჯერობა, საერთაშორისო გაფართოება, ხოლო 2024 წლიდან ის კომპანიის დირექტორის მოადგილეა. მისი პასუხისმგებლობა გასცდა საქართველოს საზღვრებს და დღეს ის კოორდინაციას უწევს ფრენებს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, სომხეთში, უზბეკეთსა და შუა აზიის სხვა ქვეყნებში. განათლებით ეკონომისტი, მარკეტინგის მაგისტრი და DAAD-ის სტიპენდიატი გერმანიაში - ამ ყველა სტატუსს დღეს ეს ერთი ადამიანი აერთიანებს. როგორ ინარჩუნებს ის ლიდერობას ასეთ დინამიკურ სფეროში და როგორ არ წყვეტს განვითარებას ცხოვრების არც ერთ ეტაპზე.
სტუმარი: მარი სამსონიძე - VIP Aviation-ის დირექტორის მოადგილე


































