მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრაგედიამ ბევრი რამ შეცვალა“ - განიხილება თუ არა შოვში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება?

სიმეტრია

შოვის ტრაგედიამდე კომპანია „სიმეტრია“ კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა. მრავალწლიანი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი სახელდებოდა.

განიხილება თუ არა პროექტის განხორციელება სამომავლოდ კურორტზე? - ამ თემაზე ტრაგედიის შემდეგ კომპანიის საინვესტიციო პროექტების მმართველმა ირაკლი ბერეკაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა.

ბერეკაშვილი აცხადებს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პროექტის განხორციელება საზოგადოების, სახელმწიფოს და ექსპერტების  საბოლოო დასკვნებზე იქნება დამოკიდებული.

„შოვის პროექტი თავისი შინაარსით უპრეცედენტო იყო, რომელიც სრულყოფილი, საქართველოში მაღალი კლასის კურორტის განვითარებას ითვალისწინებდა. დიდი რესურსი და ხარჯი იყო გაწეული, თუმცა ზაფხულის უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვალა, მოვლენებმა სულ სხვა არხში გადააგდო ეს პროექტი. მისი განვითარება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების, ექსპერტების, სახელმწიფოს პოზიციაზე და ა.შ.

ჩვენ ველოდებით ექსპერტების საბოლოო დასკვნას, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კურორტის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩავერთოთ. ამ ეტაპზე, ვიდრე ეს საკითხები არ მოგვარდება, ვერაფერი იქნება განსახილველი“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები