მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრაილერების და ტრანსპორტის მძღოლები, კონდუქტორები - PCR ტესტების ჩატარების ჯგუფები ფართოვდება

5ee73e5d972ed
ინგა მურუსიძე
15.06.20 13:42
1194
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეიდან, 15 ივნისიდან რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და PCR ტესტირება მეტ ადამიანს ჩაუტარდება, ვიდრე ეს დღეს ხდება. მისივე თქმით, დღიურად ახლა დაახლოებით 1500-მდე ტესტი ტარდება, ხოლო დღეიდან პროცესი ფართოვდება.

"დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტრებს. ხვალ-ზეგიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეებმა მიმართონ 25 პოლიკლინიკას, სადაც ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ PCR - ტესტირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე სამედიცინო მუშაკები ტესტირებას იკეთებდნენ ორ კვირაში ერთხელ, ახლა ვადა მცირდება და მედიცინის მუშაკები ტესტირებებს გაიკეთებენ კვირაში ერთხელ.

„ჯგუფს ემატებიან შშმ პირები, ტრაილერების მძღოლები, ასევე საქალაქთაშორისო მძღოლები და იქ მომუშავე ადამიანები, მათ შორის კონდუქტორები“, - განაცხადა ამირან გამყრელძემ.

რისკ-ჯგუფები ნელ-ნელა გაფართოვდება და ამ რიცხვს მესამე ეტაპზე დაემატებიან ფარმაცევტები, ბანკის ფრონტოფისში მსხდომი ადამიანები და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები