პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამჯერად უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Apple-ის წინააღმდეგ გაილაშქრა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუკი ჩინეთთან დაკავშირებული ტარიფების თავიდან არიდების მიზნით, Apple-ი წარმოებას ინდოეთში გადაიტანს, ის ტრამპის ადმინისტრაციისგან 25%-იან საიმპორტო ტარიფს მიიღებს.
როგორც ტრამპი ამბობს, მას პრობლემა არა უშუალოდ ინდოეთთან, არამედ წარმოების უცხოეთში გადატანის პრაქტიკასთან აქვს. მისი თქმით, აშშ-ის ბაზარზე გაყიდული პროდუქცია ქვეყანაშივე უნდა იყოს წარმოებული, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, Apple-მა ქარხნების ნაწილი აშშ-ში უნდა გადმოიტანოს და ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი პროდუქცია იქვე აწარმოოს.
Apple-ის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, აშშ-ში წარმოების გადატანა უკიდურესად ძვირი და რთულია, რადგან iPhone-ებისა და Mac-ების წარმოებისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება აშშ-ის მოსახლეობას არ აქვს, ახალი კადრების გადამზადებას კი წლები დასჭირდება.




























