აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. როგორც CNN წერს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა მიიღო, დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა კი - 223.
ცნობისთვის, გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა სჭირდებოდა.
შესაბამისად, ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით ბრუნდება. მან ფლორიდაში მხარდამჭერებს უკვე მიმართა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დარჩება დღედ, როცა ამერიკელმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნა.
ტრამპმა უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ლიდერების მილოცვები.
აღსანიშნავია ისიც, რომ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს კონტროლი აშშ-ს სენატზე და პირველად დაიბრუნეს უმრავლესობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. წარმომადგენელთა პალატისთვის კი ბრძოლა კვლავ გრძელდება.